ბათუმის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლადო ფუტკარაძემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზა
30-07-2021

ბათუმის N5 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ, ლადო ფუტკარაძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზა. 

ლადო, შემაჯამებელ კონკურსში ქალაქ ბათუმის სახელით მონაწილეობდა. იგი „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ატარებს.

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვნენ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისიდან ახალი, დისტანციური ფორმატით და ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 22 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. 

„ეტალონი მოსწავლეები“ თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203