ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლე ამირან პიჭიკიანმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზა
30-07-2021

ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის  საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ამირან პიჭიკიანმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში  იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ ამირან პიჭიკიანი დასკვნით ღონისძიებაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობდა. იგი „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ატარებს. 

სკოლა ამაყობს მოსწავლის წარმატებით და მას უფრო მეტ წინსვლას უსურვებს.

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.  ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვნენ.

მიმდინარე წლის ივნისიდან ახალი, დისტანციური ფორმატით და ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 22 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. 

„ეტალონი მოსწავლეები“ თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203