ხაშურის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში საინტერესო ტრენინგი ჩაატარა
30-07-2021

დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ქეთევან გოგოლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში ინგლისური ენის ტრენინგს გაუძღვა.

ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი იმყოფებოდა. იგი პედაგოგებს შეხვდა და წარმატებული ტრენინგის ჩატარება მიულოცა.

აღნიშნულ ტრენინგთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხე:

„ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ენთუზიაზმით აღსავსე ინგლისური ენის ახალ მასწავლებლებს, რომლებიც ამ ზაფხულს აუმჯობესებენ თავიანთ პროფესიულ კვალიფიკაციას. ხაშურის ამერიკული კუთხე, საქართველოს მასშტაბით ამერიკული სტილის ცხრა საზოგადოებრივი ცენტრიდან ერთ-ერთი, ამ მასწავლებლებთან თანამშრომლობს მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რათა მათმა მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ. ელჩი დეგნანი ხაშურის ამერიკულ კუთხეში ამ მასწავლებლებს შეხვდა და წარმატებული ტრენინგების ჩატარება მიულოცა. მომავალ წელს ამ მასწავლებლების საქმიანობა თავიან კლასებში ზეგავლენას მოახდენს მათი მოსწავლეების სამომავლო კარიერაზე და დაეხმარება საქართველოს მომავლის განსაზღვრას“, - ნათქვამია ამერიკული კუთხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203