„ჯანსაღი ცხოვრების წესი - ჩვენი არჩევანი“ - ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში „ახალი სკოლის მოდელი“ აქტიურად არის ჩართული.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული თემებიდან სკოლამ მოსწავლეებთან ერთად თემად ჯანსაღი ცხოვრება შეარჩია და სასკოლო პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი - ჩვენი არჩევანი“ განახორციელა.
პროექტი მიზნად ისახავდა სასკოლო კულტურის განვითარებას და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
ქვემო ხვედურის საჯარო სკოლა პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად საჭირო და სასარგებლო ღონისძიებებს განახორციელებს და სასკოლო კულტურის განსავითარებლად ყველა საჭირო თუ სასარგებლო აქტივობას ჩაატარებს.