იგოეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა ღარიბაშვილმა ჭიდაობაში რესპუბლიკურ ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიკავა
30-07-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ბექა ღარიბაშვილმა თავისუფალი ჭიდაობის რესპუბლიკურ ტურნირში საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

ბექა აქტიურადაა ჩართული სპორტულ აქტივობებში.

სკოლა ულოცავს მას ამ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ მისი წინსვლით ყოველთვის იამაყებენ.

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის VIII კლასის მოსწავლე ბექა ღარიბაშვილს რესპუბლიკურ ტურნირში, თავისუფალ ჭიდაობაში III საპრიზო ადგილის დაკავებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203