
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ლიდერობის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები ხორციელდება.
პროექტის თემაა: „ჯანსაღი გარემო ჯანმრთელობის საწინდარია“. მასში სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათთვის პროექტში მონაწილეობა საინტერესო და ინფორმაციული იყო.
აღნიშნული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება 31 მაისს მოეწყო, მას ამავე სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი დარეჯან ანთაძე უძღვებოდა.