გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმატება გარემოსდაცვით პროექტებში
30-07-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალშია. გარდა ამ წარმეტაბისა, სკოლა ასევე Embrace Tsalka · ეს წალკაა - LAG-ის ერთ-ერთი რჩეულია.

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში -ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation  ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის თანაორგანიზატორები არიან:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო;
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • საქართველოს პარლამენტი.

დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1,000–ზე მეტმა სკოლამ.

რაც შეეხება Embrace Tsalka · ეს წალკაა - LAG-ს, სკოლის გუნდა მათ მიერ ორგანიზებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში დასუფთავდა მდინარე გუმბათის ნაპირები. მონაწილე გუნდებს საჩუქრად გადაეცათ ბანერები, რომლებსაც თავიანთ სოფელში დადგამენ. მონაწილეობა მიიღეს: გუმბათის, არწივანისა და აშკალის ახალგაზრდებმა. მონაწილეებმა ერთ ტონაზე მეტი ნარჩენი შეაგროვეს. 

კონკურსი მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნისადმი მიძღვნილი ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორცილებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203