გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაციას დაესწრნენ
30-07-2021
გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ. მათი მსგავს აქტივობებში ჩართვას სკოლა ხელს უწყობს.

სკოლის მოსწავლეები ამჯერად, გურჯაანი  talks-ის მონაწილეები არიან. საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მორიგი პრეზენტაცია გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართა.

პრეზენტეტატორები რეზო აფხაზავა და ლადო აფხაზავა იყვნენ.

რეზო აფხაზავამ დამსწრე ახალგაზრდებთან ფორმალური და არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ლადო აფხაზავამ კი განათლებასა და თავისუფლებაზე.

მოსწავლეებისთვის შეხვედრა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და პრეზენტაციას დიდი ენთუზიაზმით დაესწრნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203