ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული წრის მოსწავლეთა გამოსაშვები საღამო გაიმართა
30-07-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნიჭის განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობენ.

სკოლაში ქორეოგრაფიული წრე ფუნქციონირებს, სადაც ნიჭიერი მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით დადიან. ქორეოგრაფიული წრეს ვიტალი და მანუჩარ ლაღაძეები ხელმძღვანელობენ. მოსწავლეებმა მათი ხელმძღვანელობით გამოსაშვები საღამო მოაწყვეს და ნორჩმა მოცეკვავეებმა საკუთარი ნიჭი და შემოქმედება წარმოაჩინეს. ბავშვებმა ყველას აჩვენეს თუ როგორი ლაღები, ენერგიით და სიყვარულით სავსენი არიან.

ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს ვიტალი და მანუჩარ ლაღაძეებს თავიანთ პატარა მოცეკვავეებთან ერთად.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203