ქობულეთის N3 სკოლის მოსწავლე ანა ფუტკარაძემ მუნიციპალიტეტის სახელით ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზა
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლა IX კლასის მოსწავლე ანა ფუტკარაძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზა.
აღსანიშნავია, რომ ანა დასკვნით ღონისძიებაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობდა. იგი „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ატარებს.
ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვნენ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისიდან ახალი, დისტანციური ფორმატით და ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 22 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა.
„ეტალონი მოსწავლეები“ თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.
იხილეთ ფოტო: