ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა გურეშიძემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზა
30-07-2021
ქუთაისის N31 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ლანა გურეშიძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზა. 

აღსანიშნავია, რომ ლანა გურეშიძე დასკვნით ღონისძიებაში ქალაქ ქუთაისის სახელით მონაწილეობდა. იგი „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ატარებს. 

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვნენ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისიდან ახალი, დისტანციური ფორმატით და ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 22 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. 

„ეტალონი მოსწავლეები“ თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203