ახალაბასთუმნის საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა
29-07-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა.

სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგები მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში.

„ახალაბასთუმნის საჯარო სკოლისთვის 2020- 2021 სასწავლო წელი, ნაყოფიერი და წარმატებული იყო, გარდა იმისა რომ სკოლის 10 პედაგოგი წამყვანი გახდა, მოსწავლეებმაც არაერთხელ ისახელეს თავი და ასახელეს სკოლა. წარმატებით მონაწილეობდნენ კონკურსებში, ოლიმპიადებსა თუ ვიქტორინებში. „ევერესტი“, ,,კინგსი“. ETwinning Europe საერთაშორისო პროექტი, Ghemistry experiments at home. სახელოვნებო კონკურსი ,,ჩემი დიდგორი“, „ეს ჩვენი მეფე ერეკლე“, უფროსკლასელთა კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“, „იცოდე შენი ქვეყნის ისტორია“. ტურნირი ,,მოაზროვნე“, ,,ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსი“ და სხვა.  წარმატებები მათ მომავალშიც“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203