მატნის N1, ახმეტის N2 და ახმეტის N1 საჯარო სკოლების წარმომადგენლები ინოვაციების ცენტრში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ
29-07-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის მატნის N1, ახმეტის N2  და ახმეტის N1 საჯარო სკოლებმა ახმეტის ინოვაციების ცენტრში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

ახმეტის ინოვაციების ცენტრში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილე სკოლების, პედაგოგების, მოსწავლეებისა და პროექტის მმართველი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

პირველ ეტაპზე ჩართული 25 სკოლიდან, პროექტში ახმეტის მუნიციპალიტეტის სამმა საჯარო სკოლამ - ახმეტის N1, N2  და მატანის N1 მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს მარიამ სუმბაძის ლექცია თემაზე: „მომავლის პროფესიები“ და დავით კიზირიას ლექცია თემაზე: „მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია და როგორ იცვლება ჩვენი სამყარო ტექნოლოგიებთან ერთად“.

შეხვედრა კითხვა პასუხის ფორმატით დასრულდა და მონაწილეებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203