ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდში მუნიციპალიტეტის პირველობაზე საპრიზო ადგილები დაიმსახურეს
29-07-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში და სკოლის სასახელოდ წარმატებებსაც აღწევენ.

მოსწავლეებმა ამჯერადაც ასახელეს სკოლა და სპორტულ შეჯიბრებაში საპრიზო ადგილები დაიმსახურეს.

9 ივნისს ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში მოსწავლეთა შორის  მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში ჩატარდა, რომელშიც ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც წარმატებით იასპარეზეს და პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დაიმსახურეს

გამარჯვებულ მოსწავლეებს სკოლა სიხარულით შეხვდა და გამარჯვება მიულოცეს.

ლეღვანის საჯარო სკოლა ამაყობს მოსწავლეების წარმატებით და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203