ბათუმის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე, ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე - აჩიკო ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონია
29-07-2021
ბათუმის N4 საჯარო სკოლაში ბევრი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს სკოლა სიხარულითა და სიამაყით გვიზიარებს.

ამჯერად, სკოლა ყველასთვის სასიამოვნო გამარჯვების შესახებ გვიყვება. მე-12 კლასის მოსწავლე, აჩიკო ბოლქვაძე უნგრეთში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და რუს ფალავანთან სასიამოვნო გამარჯვება მოიპოვა. 

აჩიკო ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეა და მისი თითოეული წარმატება სკოლისთვის საამაყოა.

ბათუმის N4 საჯარო სკოლა ულოცავს აჩიკოს ღირსეულ გამარჯვებას და კიდევ მეტ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203