გაიცანით, რუსთავის N21 სკოლის მშობლიურ მხარეზე უზომოდ შეყვარებული მოსწავლე გიორგი უშიკიშვილი, რომელიც izrune.ge-ში აქტიურად არის ჩართული
29-07-2021
რუსთავის N21 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე გიორგი უშიკიშვილი ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული. მოსწავლემ 15 ივლისის სავარჯიშო ტესტიც ხალისით გაიარა, რომელიც მცხეთა-მთიანეთს ეძღვნებოდა. 

„მე ვარ გიორგი უშიკიშვილი, ვარ ქალაქ რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის მე-5 ე კლასის მოსწავლე. ვარ ბეჯითი, ვსწავლობ ყველა საგანს დიდი სიამოვნებით და მონდომებით. ასევე მიყვარს მუსიკა ( ვუკრავ ფანდურზე და სალამურზე), მივსდევ სპორტს (დავდივარ ფეხბურთზე).
მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი მხარე, ჩემი სკოლა, მასწავლებლები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ აღგვზარდონ კარგ ადამიანებად. 
მიყვარს ყველა განურჩევლად, ჩემი პირველი მასწავლებლიდან დაწყებული ყველა საგნის მასწავლებლით  დამთავრებული. ჩემი პირველი მასწავლებელი - ხათუნა ლაშხია, სკოლის დირექტორი და დამრიგებელი - ნინო გავაშელი, ქართულის მასწავლებელი - ნონა ღირდალაძე, ბუნება - ზაზა ჯალიაშვილი, მათემატიკა - დალი ლომიძე, ინგლისური - ეკატერინე ხომერიკი, ხელოვნება - რიტა კიკილაშვილი, მე და საზოგადოება - მარიამ ღვინჯილია, მუსიკა - მადონა ვერულაშვილი, სპორტი - ნოდარ ძნელაშვილი. მიყვარს მეგობრები, ოჯახის წევრები და მინდა ყველა ვასახელო და იამაყონ ჩემით, ამისთვის არ ვიშურებ ძალ-ღონეს. ძალიან მომწონს იზრუნეს პროექტი და მოვუწოდებ ყველას ჩაერთოს ამ საინტერესო პროექტში. გახდით იზრუნელი“,- აღნიშნავს მოსწავლე. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203