ალისუბნის თემის N2 სკოლის მოსწავლე ლუკა ბუცხრიკიძე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის ათეულში მოხვდა
29-07-2021

მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ბუცხრიკიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის ათეულში მოხვდა. 

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვნენ.

მიმდინარე წლის ივნისიდან ახალი, დისტანციური ფორმატით და ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 22 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. 

„ეტალონი მოსწავლეები“ თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203