ტოლოშის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ნადირაძე გეზრბენში საქართველოს ჩემპიონი გახდა
29-07-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა გამარჯვებებსა თუ მიღწევებს სკოლა სიამაყით გვაცნობს.
ამჯერად, სკოლა მე-11 კლასის მოსწავლემ, გიორგი ნადირაძემ ასახელა, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა გეზრბენში.
საქართველოს ჩემპიონატი გეზრბენში, ფინალური ტური სირბილში 1500 მ. დისტანციაზე გაიმართა და ჩემპიონი ტოლოშის საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა.
ტოლოშის საჯარო სკოლა ულოცავს გიორგის ამ დიდ წარმატებას და კიდევ მეტ გამარჯვებებს უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია