ახმეტის კულტურის ცენტრი ახალგაზრდა ნიჭირ მუსიკოსებს - რეზო გოჯიაშვილს და ანრი სულიკაშვილს გვაცნობს
29-07-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ადგილობრივ ახალგაზრდა ხელოვანების გაცნობას განაგრძობს და ამჯერად, ახალგაზრდა მუსიკოსებს, რეზო გოჯიაშვილს და ანრი სულიკაშვილს გვაცნობს.

რეზო და ანრი ახმეტიდან არიან და 13-14 წლის ასაკიდან დაინტერესდნენ გიტარით. გარდა იმისა, რომ ისინი დუეტში უკრავენ, ასევე კლასელები არიან და შესაბამისად, მათი ერთობლივი მოღვაწეობა უკვე ბევრ წელს ითვლის. ახალგაზრდა მუსიკოსები პროფესიონალურ დონეზე ფიქრობენ გიტარის შესწავლას, თუმცა, თუ მათ მოუსმენთ, მათი შესრულება პროფესიონალ გიტარისტებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება.

„მე და რეზო მე-8 თუ მე-9 კლასში ვიყავით როდესაც მასწავლებელმა და კლასელებმა გვთხოვეს მოიტანეთ გიტარები ან რამე დაგვიკარითო  (ჩვენ არ ვმღერით, თუმცა გვყვავდნენ კლასელები, რომლებიც მღეროდნენ )და გვთხოვეს ერთად გაგვეკეთებინა რაიმე. და აი, ამ რეპეტიციებში მე და რეზომ გავაკეთეთ ერთი კომპოზიცია და მას შემდეგ ვუკრავთ ერთად“. - გვიყვება ანრი სულიკაშვილი.

ნამდვილად დასაფასებელი და საამაყოა მსგავსი ნიჭიერი ახალგაზრდების არსებობა; მათი გაცნობა კი მომავალი თაობისთვის მისაბაძი მაგალითია.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203