სენაკის N2 სკოლის მოსწავლე ზურაბ წირქვაძე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის გამარჯვებულია
29-07-2021
ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ზურაბ წირქვაძე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის გამარჯვებულია.  

სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.  ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვნენ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისიდან ახალი, დისტანციური ფორმატით და ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 22 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. 

„ეტალონი მოსწავლეები“ თავის მხრივ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203