ფარცხანაყანევის N1 სკოლის მოსწავლე ანდრო ჭეიშვილმა ძალოსნობაში ზუგდიდში გამართულ ღია პირველობაზე გაიმარჯვა
29-07-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ანდრო ჭეიშვილმა ძალოსნობაში ზუგდიდში მიმდინარე ღია პირველობაზე გაიმარჯვა.

ტურნირი 17 წლამდელთა შორის გაიმართა და ანდრო ჭეიშვილმა 37 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

სკოლა ამაყობს ანდროს წარმატებებით და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ბევრჯერ მოუწევთ მისი წინსვლით გახარება.

„სკოლამ და კლასმა კიდევ ერთხელ მიულოცა ანდროს ეს წარმატება და სიგელით დააჯილდოვა ჩვენი საამაყო მოსწავლე“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203