მარნეულის N5 საჯარო სკოლას წელს სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს
29-07-2021

2020-2021 სასწავლო წელს მარნეულის N5 საჯარო სკოლას ოთხი მედლის კანდიდატი ჰყავს.

ოქროს მედლის კანდიდატები არიან:

  • სალომე მუმლაძე;
  • მარიამ ხარშილაძე;
  • ნინო ტურიაშვილი.

ვერცხლის მედლის კანდიდატი კი მარიამ ცხადიაშვილია.

მარნეულის N5  საჯარო სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას. იმედოვნებენ, რომ ისინი მომავალშიც ასე გააგრძელებენ წინსვლასა და მუდმივ განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203