დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხარშილაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტის სახელით ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზა 
29-07-2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე  მარიამ ხარშილაძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში  იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ მარიამ ხარშილაძე დასკვნით ღონისძიებაში ადიგენის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობდა. იგი „ადიგენის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ატარებს. 

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2021 წლის პირველი პერიოდის ღონისძიება-კონკურსი დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.  ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვნენ.

მიმდინარე წლის ივნისიდან ახალი, დისტანციური ფორმატით და ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 22 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. 

„ეტალონი მოსწავლეები“ თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203