დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „მწვანე მომავალი“ გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალშია
29-07-2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „მწვანე მომავალი“ ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში წარმატებით იასპარეზა. გუნდი უკვე ფინალშია.

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში -ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation  ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის თანაორგანიზატორები არიან:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო;
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • საქართველოს პარლამენტი.

დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1,000–ზე მეტმა სკოლამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203