ქუთაისის N41 საჯარო სკოლის მოსწავლე ნანო მსხვილიძემ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი დაიმსახურა
29-07-2021
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მრავალმხრივ ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეები სწავლობენ. სკოლა მათ ყოველ წარმატებას საზოგადოებას სიამაყით უზიარებს.

სკოლა ამჯერად კიდევ ერთი მოსწავლის სპორტულ წარმატებას გვაცნობს.

მე-10 კლასის (დამრიგებელი, ნანა ჩაკვეტაძე) მოსწავლე ნანო მსხვილიძემ საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ 2021 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 2005-2006 და 2007 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის, რომელიც თბილისში გაიმართა, 3 ოქროს მედალი დაიმსახურა 200 და 400 მეტრიან რბენასა და ამანათრბენაში (ამ უკანასკნელში სამტრედიის გუნდს დაეხმარა).

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა ულოცავს ნანოს ახალ სპორტულ მიღწევებს და ასევე, მე-10 კლასის მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203