დღვანის საჯარო სკოლის პედაგოგები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ
29-07-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლის პედაგოგები COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობენ.

სკოლის პედაგოგები ნებაყოფლობით ჩაერთნენ ვაქცინააციის პროცესში და მათმა დიდმა ნაწილმა უკვე გაიკეთა ვაქცინა, ხოლო ნაწილიც დარეგისტრირდა.

„დღვანის საჯარო სკოლის პედაგოგები ნებაყოფლობით ჩაერთვენ COVID-19-ის წინააღმდეგ და ვაქცინაცია გაიკეთა პედაგოგების უმეტესმა ნაწილმა და ნაწილიც დარეგისტრირდა. მათ იციან, თუ რა რისკები ახასიათებს კოვიდს, აქვთ ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და სკოლაში უსაფრთხო გარემო იყოს. ყველა პედაგოგს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და ახალ სასწავლო წელს საკლასო ოთახში სასწავლო პროცესის განახლება“ - აღნიშნა დღვანის საჯარო სკოლის დირექტორმა, გულნაზ ფუტკარაძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203