დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
29-07-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლიზი ვასაძემ და ლიზი სირაბიძემ საჭადრაკო ტურნირში წარმატებით იასპარეზეს.

ფესტივალში -,,ბათუმი-2021" 14 წლამდე გოგონათა შორის ლიზი ვასაძემ საპრიზო მეორე, ხოლო ლიზი სირაბაძემ მეხუთე ადგილი დაიკავა.

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და მათ პედაგოგს მადლობას უხდის გაწეული შრომისათვის.

„წარმატებები და მრავალი გამარჯვება ჩვენს მოსწავლეებს. უღრმესი მადლობა პედაგოგ  ნესტან მახაჭაძეს“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203