იანეულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების ინიციატივით სოფელში ულამაზესი ბაღი მოეწყობა
29-07-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლას უამრავი წარმატებული და ნიჭიერი კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა შესახებ ამბებს სკოლა სიხარულით გვიზიარებს.
ამჯერად, სკოლის კურსდამთავრებულებმა: სოსო დავით და ზაზა თოდრიებმა კეთილი საქმე გააკეთეს და მათი დამსახურებით მშობლიურ სოფელს ულამაზესი ბაღი დაამშვენებს. მათ წამოწყებას ადგილობრივებიც უერთდებიან და სკვერის კეთილმოწყობაში აქტიურად მონაწილეობენ.
„სულ მალე სოფელ იანეულს ულამაზესი სკვერი დაამშვენებს. მადლობა ამ საშვილიშვილო საქმისათვის ჩვენი სკოლის აღზრდილებს - სოსო, დავით და ზაზა თოდრიებს, მადლობა მათ დედას, ქალბატონ დალის საუკეთესო შვილების აღზრდისათვის. უფალი ფარავდეს თქვენს ლამაზ ოჯახს“ - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია