განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე საინტერესო ონლაინ ტრენინგს დაესწრო
29-07-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში. ამჯერად, მოსწავლემ, რომან სურმანიძე არაფორმალური განათლების ტრენინგს ონლაინ ფორმატში დაესწრო.

ტრენინგის თემა იყო: არაფორმალური განათლების სფეროს პერსპექტივები და გამოწვევები.

შეხვედრისას ისაუბრეს თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, თუ რა პერსპექტივები აქვს არაფორმალურ განათლებას.

ონლაინ შეხვედრას შოთა მშვენიერაძე უძღვებოდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამართლის კურსის სტუდენტია.

ტრენინგის ორგანიზატორებს მადლობას უხდის განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე:  

„დღეს დავესწარი ტრენინგს  თემაზე: არაფორმალური განათლების სფეროს პერსპექტივები და გამოწვევები. შეხვედრას უძღვებოდა: შოთა მშვენიერაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამართლის კურსის სტუდენტი; EST-ის ელჩი საქართველოში; რეგიონის მოსახლეობის განათლებისა და განვითარების ცენტრის ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი; „ახალგაზრდა მწერლის“ თავჯდომარე; ევროპის სამართლის სტუდენტთა ასოციაციის წევრი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრი. მადლობა ორგანიზაცია „ერთად მომავლისთვის“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203