ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგი მარინე ტაბატაძე რესპუბლიკურ კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
28-07-2021

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგი მარინე ტაბატაძე რესპუბლიკურ კონფერენციაზე ღირსეულად წარდგა.

კონფერენცია 19 ივლისს, თბილისში, „ქი ქონსალთინგის“ ორგანიზებით გაიმართა.

ყელქცეულის საჯარო სკოლაში რესპუბლიკურ კონფერენციაზე წარმატებული გამოსვლით ხარობენ.

„ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის სახელმა ღირსეულად გაიჟღერა რესპუბლიკურ კონფერენციაზე...კიდევ მეტი წარმატება მომავალში ჩვენს სკოლას!“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203