უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა პროექტმა გრანტი მოიპოვა
28-07-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.

გრანტი RDFG-იმ „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით” - პროექტის ფარგლებში გაიცა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ხუთ რეგიონში 37 წარმატებულ მონაწილეს ინდივიდუალური და ჯგუფური მცირე გრანტი გადაეცა.

უდაბნოს საჯარო სკოლის გამარჯვებული მოსწავლეები არიან:

  • თათია გულბანი;
  • ბარბარე გულბანი.

აღნიშნული პროექტი მიზნად სკოლის მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებში არაფორმალური განათლების მეშვეობით სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი უნარ-ჩვევების მიღებასა და სოციალურ მეწარმეობაში სოფლად არსებული თემების რესურსების გამოყენების ინტეგრირების მნიშვნელობის გააზრებას ისახავს.  

შემფასებელი კომისია დაკომპლექტებული იყო საქართველოში არსებული წარმატებული სოციალური საწარმოებისა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებით. 11 სფეროში გადანაწილდა გამარჯვებული მონაწილეების მიერ წარმოდგენილი სოციალური მეწარმეობის დაფუძნების იდეები.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ხუთი რეგიონი - აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი, კახეთი, და მცხეთა-მთიანეთი.

პროექტს „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით“ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ChildFund Deutschland-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203