ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა სვანიძის სოციალური მეწარმეობის პროექტმა გრანტი მიიღო
28-07-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა სვანიძე ერთ-ერთია ვისმა სოციალური მეწარმეობის პროექტმა გრანტი მიიღო.

მოსწავლე პროექტში - „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით” მონაწილეობდა. 

პროექტი სკოლის მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებში არაფორმალური განათლების მეშვეობით სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი უნარ-ჩვევების მიღებასა და სოციალურ მეწარმეობაში სოფლად არსებული თემების რესურსების გამოყენების ინტეგრირების მნიშვნელობის გააზრებას ისახავს მიზნად.​

პროექტს „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით“ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ChildFund Deutschland-თან თანამშრომლობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.​

RDFG-იმ „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით” პროექტის ფარგლებში საქართველოს ხუთ რეგიონში 37 წარმატებულ მონაწილეს ინდივიდუალური და ჯგუფური მცირე გრანტი გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203