წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლე ირმა შაინიძე სამეცნიერო კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობდა
ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ. ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, ირმა შაინიძემ სამეცნიერო კონფერენციაში ისახელა თავი და მშობლიური სკოლა.
განათლების ეროვნული ინსტიტუტისა და აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, 5 ივნისს ტარიელ ფუტკარაძისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სადაც ერთ-ერთი მომხენებელი წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლე ირმა შაინიძე გახლდათ.
თემა გახლდათ - საქართველოს ღირსეული შვილის - ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრების ერთი გამორჩეული ეტაპის შესახებ და ირმა შაინიძის ხელმძღვანელი წაბლანის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ჯანგულ შაინიძე იყო.
მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერეცნია, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 61-ე წლისთავს მიეძღვნა.
იხილეთ ფოტოები: