
დაბა შუახევის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ამანდა ზოიძემ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ამანდა ზოიძის თემა იყო: ხსნა „გლოვის ღელეში“ (ღვთიური და ეროვნული იდეალების ერთგულება ცოდვილიან წუთისოფელში) ტარიელ ფუტკარაძის მიხედვით.
ამანდას ხელმძღვანელი ამავე სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი მზია გოგაძე იყო.
განათლების ეროვნული ინსტიტუტისა და აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მოსწავლეთა I სამეცნიერო კონფერენცია პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 61-ე წლისთავს მიეძღვნა.
იხილეთ ფოტოები: