ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და სხვადასხვა სფეროში წარმატებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას სიამაყით აცნობს. ამჯერად, სკოლა მე-11ა კლასის ნიჭიერ მოსწავლესა და მევიოლინეს, ანა ბერიაშვილს გვაცნობს.ანა ბერიაშვილი სკოლისა და მთლიანად ქვეყნისთვის გამორჩეული გოგონა და მოსწავლეა. ანა, ასევე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს.
ანა, 6 წლის ასაკიდან უკრავს ვიოლინოზე და 7 წლისამ პირველი კონცერტიც კი ჩაატარა. იგი, გარდა იმისა რომ მუსიკაშია ნიჭიერი, სკოლაშიც წარჩინებული და სამაგალითო მოსწავლეა.
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლა და ანას დამრიგებელი, მაია კაციტაძე ნიჭიერი მოსწავლის დიდი გულშემტაკივრები არიან და დიდ წარმატებას უსურვებენ, როგორც მუსიკალურ სფეროში, ისე ცხოვრების ყველა ეტაპზე.
იხილეთ ვიდეო ბმულზე: