ზეგნის N2 საჯარო სკოლაში კინოჩვენება მოეწყო
27-07-2021
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი დასრულდა, თუმცა სკოლაში საინტერესო აქტივობები მაინც არ წყდება. სკოლა და პედაგოგები, მოსწავლეებზე მუდამ ზრუნავენ, რათა მათთვის საინტერესო სასწავლო გარემო შექმნან.

ზაფხულის ცხელი დღეების გასახალისებლად სკოლამ მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო ღონისძიება დაგეგმა. სკოლაში კინოჩვენება მოეწყო.

მოსწავლეებისთვის კინოჩვენება დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა და მათი ბედნიერი, ხალისიანი თვალების შემხედვარე პედაგოგებიც გაბედნიერდნენ. ფილმის ჩვენება მოსწავლეებისთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ დღეთა რიგებში ჩაეწერა.

ზეგნის N2 საჯარო სკოლა, მოსწავლეებს კვლავ მოუწყობს დაუვიწყარ დღეებს და ახალი სასწავლო წლიდან კიდევ მეტ საინტერესო ღონისძიებებს დაგეგმავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203