მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი კოსტანაშვილმა izrune.ge-ს საზაფხულო ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
27-07-2021
მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. 

მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლემ, ნინი კოსტანაშვილმა საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“  ბრწყინვალედ შეასრულა. 25 ივლისის ტესტი აფხაზეთს მიეძღვნა და მოსწავლემ აფხაზეთის შეცნობის დასტური მიიღო.

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

საზაფხულო ტესტების დახმარებით: მოსწავლეები საქართველოს უნიკალურ კუთხეებს სახალისოდ და საინტერესოდ შეიმეცნებენ.

ტესტი მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203