ოშორის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
27-07-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მოსწავლეები და პედაგოგები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებში დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით მონაწილეობდნენ.
სკოლაში 1 ივლისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კლასებს შორის „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის პედაგოგის, ოთარ კობერიძის ხელმძღვანელობით ეჯიბრებოდნენ.
„მხიარულმა სტარტებმა“ საინტერესოდ, მხიარულად და დიდი ემოციებით ჩაიარა. თითოეული მონაწილე თავდაუზოგავად იყო ჩართული ღონისძიებაში და აქტივობის ბოლოს ყველა მათგანი სიგელებით დაჯილდოვდა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია