სართიჭალის N3 სკოლის ქიმიის წამყვანმა მასწავლებელმა, ნინო სამხარაულმა სკოლის საჭიროების კვლევა ჩაატარა
26-07-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის ქიმიის წამყვანმა მასწავლებელმა ნინო სამხარაულმა 2020-2021 სასწავლო წელს სკოლაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა ჩაატარა.

პედაგოგის კვლევის თემაა - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენების ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი დაძლევის გზები.

ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან. I - თავში მოცემულია საკვლევი საკითხის მიმოხილვა. II -თავი ეხება სკოლის საჭიროების კვლევის არსს, სხვადასხვა ლიტერატურას; სხვადასხვა ავტორთა მოსაზრებებს, შეფასების, სწავლისა და სწავლების შესახებ. III- თავი მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიასა და კვლევის ვადების შესახებ. IV -თავი ეხება კვლევის შედეგების მიმოხილვასა და კვლევის შედეგების ანალიზს. V- თავში განხილულია ინტერვეციის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების ეტაპები. VI- თავში აღწერილია კვლევის შედეგად გამოკვეთილი მიგნებები; რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანება. ხოლო VII- თავში მოცემულია კვლევის დროს გამოყენებული ლიტერატურა, დანართები და სხვა.

კვლევის ანგარიში იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203