ძევრის საჯარო სკოლის თეატრალური დასი საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობდა
26-07-2021

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის თეატრმა ხარაგაულში საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ქველმოქმედების მიზანი დათო ჭიპაშვილი მხარდაჭერა იყო, რომელსაც სამკურნალოდ 80 000 დოლარი სჭირდება. ძევრის საჯარო სკოლის თეატრალური დასის ძალისხმევით 620 ლარი შეგროვდა.

„ამჯერად ძევრის სკოლის თეატრმა ხარაგაულში საქველმოქმედო ჩვენებაზე გაიბრწყინა...ბრავო ხარაგაულს, რომლმაც უმოკლეს დროში თითქმის ააგროვა დათო ჭიპაშვილისათვის საჭირო 80 000 დოლარი. ბედნიერები ვართ, რომ 620 ლარი ჩვენი წვლილიცაა. მადლობა ძევრის სკოლის კურსდამთავრებულს, ბიზნესმენ მალხაზ გიორგაძეს თეატრის ფინანსური მხარდაჭერისათვის. მადლობა რეჟისორ ტატო პატარიძეს და მის პროფესიონალ თეატრს. მადლობა გიორგი ფანჩულიძეს მხარდაჭერისათვის. მადლობა ჩვენ მძღოლს რობინზონ „კრუზოს“ მუდმივი თანადგომისათვის“, - ამბობს ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203