ძველი სენაკისა და სენაკის N7 საჯარო სკოლებმა ბაგირის გადაძალვაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს
26-07-2021
არნოლდ ჩიქობავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის საჯარო და სენაკის N7 საჯარო სკოლებმა სპორტულ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს.

სასპორტო გაერთიანების სპორტის სასახლეში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის და სასპორტო გაერთიანების მხარდაჭერით, ბაგირის გადაძალვაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატში მონაწილეობა სენაკის N7 და ძველი სენაკის საჯარო სკოლებისა და სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

პირველი ადგილი სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი, რამაზ კოკაია) დაიკავეს.

მეორე ადგილი - ძველი სენაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (მწვრთნელ - მასწავლებელი, ამირან დავითაია).

მესამე ადგილი კი წილად ხვდათ მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებს (მწვრთნელ - მასწავლებელი, აბესალომ იოსელიანი).

პირველ ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდა თასით და დიპლომით. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი - დიპლომებით.

ღონისძიებას მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, გოგიტა მზარელუა, სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის დირექტორი - ჯუმბერ ლაშქარავა, დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ძაძამია, შესაბამისი სამსახურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203