პატარა ქანდის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია გაიარა
26-07-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია გაიარა.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის მოსწავლეები სრული ზოგადი განათლების მიღებას შეძლებენ.

„სოფლის მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მოხარულნი არიან, რომ სკოლის სპონსორის, ბატონი ვაჟა უსანეთაშვილის ძალისხმევით აღნიშნული ისტორიული ფაქტის მონაწილენი გახდნენ“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადაწყვეტილების შესაბამისად, სკოლის ავტორიზაციის ვადა 6 წელია.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203