მუხროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, როგორც სწავლაში, ისე სპორტსა და ხელოვნებაში წარმატებას აღწევენ
26-07-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლას ბევრი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. ამჯერად სკოლა ხუთ მათგანს - თორნიკე თედეევს, ნატო თედიაშვილს, ნანა თედიაშვილს, ზურაბ მახარაძესა და მარიამ მახარაძეს გვაცნობს.

ისინი სხვადასხვა აქტიბობებში წარჩინებული მოსწავლეები არიან.

თორნიკე თედეევმა დიპლომი და მედალი ჭიდაობაში მიიღო. ნატო და ნანა თედიაშვილებმა დიპლომები ტანვარჯიშსა და ხატვაში მიიღეს. ხოლო რაც შეეხებათ ზურაბ მახარაძესა და მარიამ მახარაძეს. მათ დიპლომები ქართულ ცეკვაში მიიღეს. ასევე საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის კომპიუტერით დაჯილდოვებაზე წარდგენილია მარიამ მახარაძე.

სკოლა ულოცავს ულოცავს თავის მოსწავლეებს ამ წარმატებებს და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ბევრჯერ იამაყებენ მათი წინსვლით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203