„ნოეს კიდობანი“ - ოშორის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა საინტერესო ღონისძიება
26-07-2021

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლამ მიმდინარე სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა.

სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით ღია ცის ქვეშ ჩატარდა ღონისძიება „ნოეს კიდობანი“.

მასში მეოთხეკლასელები მონაწილეობდნენ. აღნიშნული ღონისძიება საკმაოდ დატვირთული იყო. მოსწავლეებმა სკოლის ეზო ბუშტებითა და ნახატებით მორთეს. იმღერეს სხვადასხვა სიმღერა, მათ შორის საქართველოს ჰიმნიც. წაიკითხეს ლექსები და სკოლასა და პედაგოგებს სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.

ღონისძიებას ორგანიზება კლასის დამრიგებელმა, ხათუნა ლომიძემ გაუწია.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203