ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ბენიძემ აგრარულ ოლიმპიადაში საპრიზო ადგილი დაიკავა
26-07-2021

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ბენიძემ აგროოლიმპიადაში მესამე ადგილი დაიკავა. 

საკონკურსო თემატიკა მოსწავლეების შემთხვევაში - სოფლის მეურნეობას, ბიომრავალფეროვნებას, გარემოს დაცვას და ეკოლოგიას მოიცავდა.

პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის და სოფლის მეურნეობის განვითარების ასიციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203