ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი რეგიონული კონკურსის გამარჯვებულია
26-07-2021

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ცისანა შერგილაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ერთ-ერთი გამარჯვებულია.

იგი სამცხე-ჯავახეთში კითხვის (ქართული ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო დამწყებ მასწავლებლად აღიარეს.

კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი 16 ივლისს თბილისში გაიმართა. ჯილდო ცისანას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიის ელჩმა კელი დეგნანმა გადასცა.

„რაც არ უნდა წარმატებული იყოს მასწავლებელი, ვერაფერს გახდება მარტო.  „სასწავლო პროცესში საკმარისი არ არის მხოლოდ წარმატებული მასწავლებლის ძალისხმევა. ყველა ერთად - მშობლები, მასწავლებლები, დირექცია უნდა ზრუნავდეს მოსწავლისთვის საუკეთესო განათლების მისაცემად. მადლობას ვუხდი მშობლებს სასწავლო პროცესში თანამშრომლობისთვის და ჩემს მოსწავლეებს. ასევე იმ ადამიანებს, ვინც ამ კონკურსისთვის საჭირო რეკომენდაციები გამიწიეს: ჩვენი სკოლის სპეციალურ მასწავლებელს სოფიო ნიშნიანიძეს და მოსწავლის მშობელს მარიკა ნარიმანიშვილს, პროგრამის ხელმძღვანელებს, ჟიურის წევრებს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, USAID პროექტის მენეჯერს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ქალბატონ ირმა ქურდაძეს. 
მადლობა წამახალისებელი პრიზისთვის (პლანშეტი) სასტუმრო მონოგრაფს და მის გენერალურ მენეჯერს ქალბატონ ნატალია ბერიაშვილს!
ასეთი კონკურსები ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, დიდი სტიმულის მომცემია და ვისურვებდი ჩვენს პედაგოგებს ამგვარად თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მომავალშიც ბევრჯერ ჰქონოდეთ“, - ამბობს პედაგოგი ცისანა შერგილაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203