მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით დიასამიძემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი მოიპოვა
23-07-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით დიასამიძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა.

20 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ხელვაჩაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხელვაჩაურელი მოსწავლე „ეტალონის“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203