გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
23-07-2021

გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სპეციალური ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.

გარდაბნის N3 საჯარო სკოლიდან ჩემპიონატში მონაწილეობდნენ:

  • აისუ გუსეინოვა - VIII;
  • სურაია ვალიევა - VIII;
  • ალიდა ალიევა - VIII.

მათგან ერთმა - აისუ გუსეინოვამ ოქროს სიგელი მოიპოვა.

16 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გარდაბნელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა გარდაბნელი მოსწავლე „ეტალონის“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრენენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203