ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილე ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
23-07-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სპეციალური ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.

ჯანდარას საჯარო სკოლიდან ჩემპიონატში მონაწილეობდნენ:

  • აიშან იუსუბოვა- XI;
  • საჰილ ასლანოვი - XI;
  • მინაია მუსტაფაევა - IX;
  • თარლან მუსტაფაევა - IX;
  • მინაია ისაევა - IX;
  • ზილან კასუმოვა - X;
  • ალინა ზიადინოვა - VIII;
  • თახირა ისაევა - VIII;
  • ბაჰარ ისაევი - X;
  • აინურ დუნიამალიევა - X.

მათგან ერთმა  - მინაია ისაევამ ოქროს სიგელი დაიმსახურა.

16 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გარდაბნელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა გარდაბნელი მოსწავლე „ეტალონის“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრენენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203