კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა წარმატება გლობალურ პროექტში
23-07-2021
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლამ მოსწავლეებს ბევრი საინტერესო პროექტი და ღონისძიება შესთავაზა.

სკოლამ და მოსწავლეებმა ამჯერადაც ისახელეს თავი და  GTA - გლობალური ტრენერების აკადემიის მიერ განხორციელებული სტუდენტური ელჩების 2021 წლის გლობალური პრემიის ჯილდოს მისაღებად ღირსეულად იბრძვიან. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან მოსწავლეები წარდგენილნი.

კონკურსში სკოლიდან წარდგენილი არიან და მეორე ეტაპზე გადავიდნენ, მე-11 კლასელი ხატია ჩიბურდანიძე და მე-10 კლასის მოსწავლე, თემო გოგიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან მთავარი ელჩი და კოორდინატორი, ასევე GTA მენეჯმენტის დირექტორი ინგა ხარჩილავა გახლავთ.

პროექტი დასრულებამდე კიდევ 2 ეტაპი დარჩა: -  პროექტის შექმნა და ჟიურის წევრებთან პირდაპირი გასაუბრება. ღონისძიება დასრულდება ოქტომბრის თვეში.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203